თავი 1. Access 2007-ის ობიექტური მოდელი
1.1. ფორმის თვისებები
ფორმის ჩანართში Format არსებული თვისებები:
- Caption (წარწერა) – იწერება ფორმის სათაური;
- Default View (რეჟიმები გაჩუმებით) – მისი მნიშვნელობებია:
- Single Form (ერთსტრიქონიანი ფორმა) – ფორმაზე ერთდროულად მხოლოდ ერთი ჩანაწერი გამოიტანება;
- Continuous Form (ლენტური ფორმა) – ფორმაზე ერთდროულად იმდენი ჩანაწერი გამოიტანება, რამდენიც ამ ფორმაზე მოთავსდება;
- Datasheet (ცხრილური ფორმა) – ფორმაზე ჩანაწერები ცხრილის სახით გამოიტანება;
- Split Form – ერთსტრიქონიან ფორმაზე დამატებით მონაცემები ცხრილური სახითაც გამოიტანება. ჩანაწერებს შორის გადაადგილება და დათვალიერება მოხერხებულია;
- PivotTable (კრებსითი ცხრილი) – ფორმაზე მონაცემები Excel-ის კრებსითი ცხრილის სახით გამოიტანება;
- PivotChart (კრებსითი დიაგრამა) – ფორმაზე მონაცემები გამოიტანება Excel-ის კრებსითი დიაგრამის სახით;
- Allow Form View (ფორმის რეჟიმი) – გვიჩვენებს მომხმარებლის მიერ მონაცემების წარმოდგენის ფორმების ცვლილების შესაძლებლობას: მონაცემების წარმოდგენილ იქნეს ფორმის ან ცხრილის სახით. მისი მნიშვნელობებია: Yes, No;
- Allow Datasheet View (ცხრილის რეჟიმი) – გვიჩვენებს მომხმარებლის მიერ ფორმის გადაყვანას ცხრილის წარმოდგენის რეჟიმში. მისი მნიშვნელობებია: Yes, No;
- Allow PivotTable View (კრებსითი ცხრილი) – გვიჩვენებს მომხმარებლის მიერ ფორმის გადაყვანას კრებსითი ცხრილის წარმოდგენის რეჟიმში. მისი მნიშვნელობებია: Yes, No;
- Allow PivotChart View (კრებსითი დიაგრამა) – გვიჩვენებს მომხმარებლის მიერ ფორმის გადაყვანას კრებსითი დიაგრამის წარმოდგენის რეჟიმში. მისი მნიშვნელობებია: Yes, No;
- Allow Layout View – გვიჩვენებს მომხმარებლის მიერ ფორმის გადაყვანას სქემურ რეჟიმში;
- Scrool Bars (გადაფურცვლის ზოლები) – ფორმაზე დაპროექტებული ყველა მართვის ელემენტი თუ არ თავსდება მაშინ შეიძლება ფორმაზე გამოტანილი იქნეს ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ან ერთდროულად ვერტიკალური და ჰორიზონტალური გადაფურცვლის ზოლები;
- Picture, Picture Type, Picture Size Mode, Picture Alignment, Picture Tiling – სურათის თვისებები საშუალებას იძლევიან ამორჩეულ და გაწყობილ იქნეს ფორმის ფონად გამოყენებული რასტრული გამოსახულების ატრუბუტები;
- Width – ფორმის სიგანე;
- Auto Center – ფორმის გაღებისას ავტომატურად ფორმის ეკრანის ცენტრში მოთავსება. მისი მნიშვნელობებია: Yes, No;
- Fit to Screen – ფორმის სიგანის ავტომატურად ადაბტაცია ეკრანის ზომასთან. მისი მნიშვნელობებია: Yes, No;
- Record Selection (ჩანაწერის გამოყოფის უბანი) – ფორმაში მარცხენა მხარეს არის ნაცრისფერი ვერტიკალური ზოლი. მისი მონიშვნის შემდეგ შეიძლება ჩანაწერის ასლის აღება. მისი მნიშვნელობებია: Yes, No;
- Navigation Buttons (ჩანაწერების ნავიგაციის ღილაკები) – ფორმის ქვედა მხარეს განლაგებული მართვის ელემენტებია. მათი საშუალებით ხორციელდება ჩანაწერებზე გადასვლა: პირველ, ბოლო, წინა, შემდეგ ჩანაწერზე. მისი მნიშვნელობებია: Yes, No;
- Navigation Caption – ჩანაწერების ნავიგაციის ღილაკების დასახელება;
- Dividing Line (გამყოფი ხაზი) – ლენტური სახით ფორმის გამოტანისას ჩანაწერებს შორის ხაზის გამოტანა. მისი მნიშვნელობებია: Yes, No;
- Close Button – ფორმაზე დახურვის ღილაკის გამოტანა. მისი მნიშვნელობებია: Yes, No;
- Min Max Buttons – ფორმაზე ფორმის მაქსიმალურ ან მინიმალურ ზომად გადაყვანის ღილაკების გამოტანა. მისი მნიშვნელობებია: Yes, No;
- Split Form Size – უჩვენებს ფორმის გაყოფის ზომას. გაჩუმებით მისი მნიშვნელობაა Auto. ეს თვისება ფაქტობრივად აქტიურდება, მაშინ როცა თვისების Default View მნიშვნელობაა Split Form;
- Split Form Orientation – მაშინ როცა თვისების Default View მნიშვნელობაა Split Form გვიჩვენებს ფორმაზე ცხრილის მოთავსებას ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად ან მარჯვნივ ან მარცხნივ;
- Split Form Splitter Bar – მაშინ როცა თვისების Default View მნიშვნელობაა Split Form ფორმის გაყოფის ხაზის გამოჩენა ან გადამალვა;
- Split Form Datasheet – მაშინ როცა თვისების Default View მნიშვნელობაა Split Form გვიჩვენებს ფორმაზე არსებული მონაცემების წაკითხვის, რედაქტირების რეჟიმებს. მისი მნიშვნელობებია: Allow Edits, Read Only;
- Split Form Printing – გვიჩვენებს ფორმის ან ცხრილის დაბეჭდვას;
- Save Splitter Bar Position – გვიჩვენებს შენახული იქნება თუ არა ბაზასთან მუშაობის უკანასკნელი წერტილი. გაჩუმებით მისი მნიშვნელობაა Yes;
- Subdatasheet Expanded – გვიჩვენებს დამოკიდებული ფორმის სრული ფორმატის გამოჩენას ან გადამალვას;
- Subdatasheet Height – მიეთითება დამოკიდებული ფორმის მაქსიმალური ზომა;
- Grid X (დანაყოფების რიცხვი X ღერძის მიმართ), Grid Y(დანაყოფების რიცხვი Y ღერძის მიმართ) – ფორმის კონსტრუირების რეჟიმში ჰორიზონტალუ-რი და ვერტიკალური ხაზების გამოტანა;
- Layout for Print (ფორმატი დასაბეჭდად) – გვიჩვენებს დაბეჭდვის დროს ეკრანის ან პრინტერის შრიფტების გამოყენებას;
- Orientation – გვიჩვენებს ბეჭდვის თანმიმდევრობას მარცხნიდან მარჯვნივ ან პირიქით (არაბული შრიფტით დაბეჭდვის შემთხვევაში);
- Palette Source – ფორმის ფერის წყაროს მითითება;
- Auto Resize (ზომის ავტომატურად ცვლილება) – ფორმაზე გამოტანილი ჩანაწერების რაოდენობის მიხედვით ფორმის ზომის ავტომატურად შეცვლა. მისი მნიშვნელობებია: Yes, No;
- Border Style (ჩარჩოს სტილი) – მისი მნიშვნელობებია:
- None (არარსებობა) – ფორმა შეერწყმება დანართის ფორმას;
- Thin (წვრილი) – ფორმის ზომების შეცვლა შეუძლებელია. ეს სტილი გამოიყენება მცურავი ფორმისთვის;
- Sizible (ცვალებადი) – ფორმის ზომების ცვლილება შესაძლებელია;
- Dialog (დიალოგური ფანჯარა) – ზომების შეცვლა შეუძლებელია. ეს თვისება ხშირად გამოიყენება მოდალური, მცურავი ფორმისთვის;
- Control Box (ფანჯრის ღილაკები) – ფანჯრის დახურვის, ზომის მინიმიზაციის ან მაქსიმიზაციის ღილაკების გამოტანა ან გადამალვა. მისი მნიშვნელობებია: Yes, No;
- Moveable (გადაადგილების შესაძლებლობა) – მომხარებლის მიერ ფორმის ეკრანზე გადაადგილების შესაძლებლობა. მისი მნიშვნელობებია: Yes, No;
ფორმის ჩანართში Data არსებული თვისებები:
- Record Source (მონაცემების წყარო) – მიეთითება მონაცემების წყარო ცხრილის, შეკითხვის სახელი ან SQL-ის ინსტრუქცია;
- Records Type (ჩანაწერების ტიპი) – იხ. გვ.18
- Filter (ფილტრი) – მიეთითება მონაცემების ამორჩევის კრიტერიუმი საკვანძო სიტყვა Where-ს გარეშე. ამ თვისებაში მითითებული ამორჩევის კრიტერიუმით ჩანაწერების ამორჩევა ხორციელდება ფორმის ჩატვირთვისას;
- Filter On Load – გვიჩვენებს ფორმის ჩატვირთვის დროს ფილტრის გამოყენებას/არგამოყენებას;
- Order By (დახარისხების წესი) – მიეთითება ველები, რომელთა მიხედვით უნდა მოხდეს ჩანაწერების დახარისხება;
- Order By On Load – გვიჩვენებს ფორმის ჩატვირთვის დროს მონაცემების დახარისხების შესაძლებლობას;
- Allow Filters (ფილტრის გამოყენება) – ფილტრის გამოყენების შესაძლებლობა. მისი მნიშვნელობებია: Yes, No;
- Allow Edits, Allow Deletions, Allow Additions (ცვლილების, ამოშლის, დამატების ნებართვა) – მნიშვნელობები: Yes, No;
- Data Entry (მონაცემების შეტანა) – მისი მნიშვნელობებია: Yes, No. თუ მნიშვნელობაა Yes, მაშინ მომხარებელს მხოლოდ ჩანაწერის დამატება შეუძლია;
- Record Locks (ჩანაწერების ბლოკირება) – მისი მნიშვნელობებია: No Locks (ბლოკირების გარეშე), All Records (ყველა ჩანაწერი), Edited Record (რედაქტირების ბლოკირება).
ფორმის ჩანართში Other არსებული თვისებები:
- Pop Up (მცურავი ფანჯარა) – მისი მნიშვნელობებია Yes, No. თუ მნიშვნელობაა Yes, მაშინ ეკრანზე ფორმა სხვა ფორმების ზევით მოთავსდება. როგორც წესი მომხმარებლის დიალოგურ ფანჯარის Pop Up-ის მნიშვნელობაა Yes. ამავე დროს თვისების Modal მნიშვნელობაც Yes-ია;
- Modal (მოდალური ფანჯარა) – მისი მნიშვნელობებია Yes, No. თუ მნიშვნელობაა Yes, მაშინ მოდალუ-რი ფანჯრიდან ფოკუსის გადატანა სხვა ობიექტზე ფორმაზე, ანგარიშგებაზე, მხოლოდ ფორმის დახურვის შემდეგ შეიძლება;
- Display on SharePoint Site - გვიჩვენებს საითზე ფორმის გამოტანას ან გადამალვას;
- Cycle (ტაბულაციის ციკლი) – მისი მნიშვნელობებია:
- All Records (ყველა ჩანაწერი) – Tab კლავიშზე დაჭერის შემდეგ კურსორი გადადის ფორმაზე დატანილ მართვის ელემენტებზე. ბოლო მართვის ელემენტზე გადასვლის შემდეგ – შემდეგ ან წინა ან პირველ ან ბოლო ჩანაწერზე;
- Current Record (მიმდინარე ჩანაწერი) – Tab კლავიშზე დაჭერის შემდეგ კურსორი გადადის მხოლოდ ფორმაზე დატანილ მართვის ელემენტებზე;
- Current Page (მიმდინარე გვერდი) – Tab კლავიშზე დაჭერის შემდეგ კურსორი გადადის მხოლოდ მიმდინარე გვერდის მართვის ელემენტებზე.
- Ribbon Name – მიეთითება მომხარებლის მიერ შექმნილი ინტერფეისის სახელი, რომელითაც ჩვენს მიერ დატანილი ღილაკებით ხორციელდება ფორმების, ცხრილების გამოტანა ეკრანზე, პროგრამების გაშვება;
- Menu Bar (მენიუთა სტრიქონი) – ფორმის გაღებისას გამოიტანება/არგამოიტანება ჩვენს მიერ შემუშავებული ფორმასთან დაკავშირებული მენიუთა სტრიქონი;
- Toolbar (ინსტრუმენტული პანელი) – ფორმის გაღებისას გამოიტანება/არგამოიტანება ჩვენს მიერ შემუშავებული ფორმასთან დაკავშირებული ინსტრუმენტული პანელი;
- Shortcut Menu (კონტექსტური მენიუ), Shortcut Menu Bar – ფორმის ნებისმიერ ადგილზე თაგუნას მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებისას გამოიტანება /არგამოიტანება ჩვენს მიერ შემუშავებული კონტექსტური მენიუ ან მისი ხატულა;
- Help File, Help Context Id – მიეთითება შემხსენებლის ფაილის მისამართი;
- Has Module (მოდულის არსებობა) – კლასის მოდულის არსებობა/არარსებობა. თუ ფორმასთან არ არის დაკავშირებული კლასის მოდული, მაშინ თვისების მნიშვნელობა No ზრდის სისტემის მწარმოებლურობას, ამცირებს ფორმისა და ბაზის ჩატვირთვის დროს;
- Use Default Paper Size – ფორმის დაბეჭდვისას ქაღალდის ზომები გაჩუმებით;
- Tag – შეიძლება შენახულ იქნეს ინფორმაცია ფორმის შესახებ.